რუსეთი

9 მაისის აღლუმში მონაწილეობის მისაღებად მოსკოვში დსთ-ს ქვეყნების ლიდერები ჩავიდნენ – მედია

დიდ სამამულო ომში გამარჯვების 77 წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი. მოსკოვის წითელი მოედანი (ფოტო არქივიდან)
RIA Novosti / Sergey Guneev

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) წევრი ქვეყნების ლიდერები რუსეთში ჩავიდნენ, რათა 9 მაისის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღონ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია, РИА Новости ავრცელებს.

როგორც რუსული მედია წერს, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო, ყაზახეთის პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომარტ თოყაევი, ყირგიზეთის პრეზიდენტი, სადირ ჯაფაროვი და სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი მოსკოვში გაფრინდნენ. 

ამასთან ერთად, РИА Новости წერს, რომ იგეგმება უზბეკეთის პრეზიდენტის, შავკატ მირზოევი და ტაჯიკეთის პრეზიდენტის, ემომალი რაჰმონის მოსკოვში ჩასვლა. 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია, მიიღებენ თუ არა მოსკოვში დაგეგმილ აღლუმში მონაწილეობას აზერბაიჯანისა და თურქმენეთის პრეზიდენტები – ილჰამ ალიევი და სერდარ ბერდიმუჰამედოვი.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე ჩასულ ლიდერებთან რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს არაფორმალური საუზმე აქვს დაგეგმილი. მისივე თქმით, ისინი ასევე გვირგვინით შეამკობენ უცნობი ჯარისკაცის საფლავს.

კომენტარები