ჯოზეფ ბორელი

ბორელი: ირანმა უნდა შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მხარდაჭერა

REUTERS

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანს ტელეფონით ესაუბრა.

ბორელის თქმით, მან ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს რუსეთის მხარდაჭერის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

"ჩვენ განვიხილეთ ირანისა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს თანამშრომლობის საკითხი, რომელიც ბოლო პერიოდში გაძლიერდა. ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ირანმა უნდა განაგრძოს ეს თანამშრომლობა, შეაჩეროს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდაჭერა, ასევე შეწყვიტოს ევროკავშირის მოქალაქეების ინსტრუმენტალიზაცია". - წერს ბორელი Twitter-ზე. 

გარდა ამისა, ბორელმა აღნიშნა, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბდოლაჰიანთან საუბრისას მკაცრად დაგმო  ირანისა და შვედეთის ორმაგი მოქალაქის, ჰაბიბ ჩააბის სიკვდილით დასჯის შემთხვევა. ჩააბის ბრალი ტერორიზმში ედებოდა.

კომენტარები