სომხეთი-რუსეთი

ნიკოლ ფაშინიანი მოსკოვში დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას

სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიწვევით მოსკოვში 8 მაისს გაემგზავრება. ინფორმაციას სომხეთის მთავრობის პრესამსახურში ადასტურებენ

პრემიერმინისტრი დიდ სამამულო ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 9 მაისს გაიმართება.


ნიკოლ ფაშინიანმა 10 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ სომხეთი უარს ამბობს სამხედრო წვრთნების მასპინძლობაზე, რომელიც მოსკოვის მიერ დომინირებული უსაფრთხოების პაქტის ფარგლებში იყო დაგეგმილი. ფაშინიანის თქმით, სამხედრო წვრთნების ჩატარება შეუსაბამოა არსებულ ვითარებაში. 

ნიკოლ ფაშინიანმა რუსი სამშვიდობო ძალები სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული რეგიონის დამაკავშირებელი დერეფნის გასწვრივ ტრანზიტული გზის უზრუნველყოფის მოვალეობის შეუსრულებლობაში არაერთხელ გააკრიტიკა.

"რუსეთის ფედერაციის სამხედროების ყოფნა არამარტო არ უზრუნველყოფს სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოებას, არამედ საფრთხეს უქმნის მას". – აღნიშნა ფაშინიანმა მის მიერ შერჩეულ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

კომენტარები