მოგესალმებით, ბატონო პრემიერო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონო მერო, ძვირფასო სტუმრებო, ჩვენ აქ ევროპის დღის აღსანიშნად შევიკრიბეთ, რომელსაც საქართველო ევროპული პერსპექტივით ხვდება, ეს დიდი წარმატებაა. შემდეგი ეტაპი კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა, რაც კიდევ უფრო დააახლოვებს საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან. ამ მიზანს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს. ეს ისტორიული შანსია იმისთვის, რომ გახდეთ ერთიანი, უსაფრთხო და ეკონომიკურად ძლიერი ევროპული ოჯახის წევრი, ამიტომ, ახლა მოქმედების დროა. იმედია, დროს სასიამოვნოდ გაატარებთ მეგობრებთან, კოლეგებთან და ოჯახის წევრებთან ერთად, გაეცნობით ჩვენი, ევროპის გუნდის და ჩვენი პარტნიორების საქმიანობის შედეგებს, ეწვევით ევროსოფელს, რომელიც ევროკავშირის მრავალფეროვნებას წარმოაჩენს მისი ისტორიით, კულტურით და ტრადიციებით. გილოცავთ ევროპის დღეს.
ევროკავშირი-საქართველო
ჰერჩინსკი: EU-ს წევრობა ისტორიული შანსია, გახდეთ ერთიანი, უსაფრთხო ევროპული ოჯახის წევრი
tbl.ge/6d13
დაკოპირდა
თქვა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. ელჩმა აუდიტორიას ქართულად მიმართა.
ამავე თემაზე
- რა წერია საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში
- კობახიძე: ევროკავშირსაც აქვს დასამტკიცებელი ჩვენთან, რომ მისი მიზანი ჩვენი კეთილდღეობაა
- იოზვიაკი: 28 ნოემბერს ევროპარლამენტი საქართველოზე არასავალდებულო რეზოლუციას მიიღებს
- შიკორსკი: საქართველოს მეტის გაკეთება სჭირდება, რომ EU-სთან მოლაპარაკებებს დაუბრუნდეს
- ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხი განიხილება