ღარიბაშვილი უნგრეთში

ღარიბაშვილმა ბრძენი უწოდა ორბანსაც და პატრიარქსაც

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.

დაახლოებით 20-წუთიან მიმართვაში ღარიბაშვილმა ბრძენი უწოდა, როგორც უნგრეთის პრემიერმინისტრს, ვიქტორ ორბანს, ისე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს. 

  • "განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩემს ძვირფას მეგობარს, პრემიერ ორბანს; უნგრელ ხალხს ძალიან გაუმართლა, რომ ამ რთულ ეპოქაში ასეთი ბრძენი და შორსმჭვრეტელი ეროვნული ლიდერი ჰყავს". - აღნიშნა ღარიბაშვილმა გამოსვლის დასასრულს. 

ოჯახურ ღირებულებებზე საუბრისას ღარიბაშვილმა პატრიარქის სიტყვები - "ღმერთი, სამშობლო, ადამიანი" გაიხენა.

  • "ყველაფერი, რაც შეიძლება შევაჯამოთ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს, ბრძენი და ჩვენს ქვეყანაში ყველაზე ავტორიტეტული ადამიანის მიერ შემოთავაზებულ პოსტულატებშია - ღმერთი, სამშობლო, ადამიანი". - თქვა პრემიერმა.

ამერიკელ კონსერვატორთა კავშირის ორგანიზებული კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია (CPAC) პირველად 1974 წელს გაიმართა. ეს ყოველწლიური ღონისძიება სხვადასხვა ქვეყნებშიც იმართება. უნგრეთი კონფერენციას უკვე მეორე წელია რაც მასპინძლობს. ორგანიზატორები წერდნენ, რომ კონფერენცია "ფოკუსირებული იქნება ლიბერალების კოშმარზე: ეროვნული ძალების საერთაშორისო გაერთიანებაზე".

კომენტარები