გორის სოციალური საცხოვრისი

არ აქვთ სველი წერტილები, საკანალიზაციო სისტემა – ომბუდსმენი გორის სოციალურ საცხოვრისზე

ომბუდსმენი

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 3 მაისს ლევან იოსელიანმა გორის სოციალური საცხოვრისი მოინახულა, სადაც 300-მდე ადამიანი ცხოვრობს. ომბუდსმენი შეხვდა მაცხოვრებლებს, გაეცნო მათ პირობებს და დაათვალიერა შენობა.

იოსელიანის ინფორმაციით, შენობაში მცხოვრებ 80 ოჯახს არ აქვს სველი წერტილი, საკანალიზაციო და
სადრენაჟო სისტემები, არ არის მოწყობილი სამზარეულო და ინდივიდუალური სველი წერტილები.

ომბუდსმენის ცნობითვე, მაცხოვრებლებს ხელი არ მიუწვდებათ სუფთა წყალზე, რაც განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის მობინადრეთა
სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

“შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ უფრო რთული მდგომარეობა, ვიდრე დღეს გორის სოციალურ საცხოვრისში ვნახე, არსად არ შემხვედრია. შენობაში სველი წერტილებიც კი არ არის და ასეთ პირობებში უწევთ ცხოვრება ამ ოჯახებს, მათ შორის, ბავშვებს და შშმ პირებს.

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მთავრობამ ადგილობრივმაც და ცენტრალურმაც გამონახოს სახსრები და ეს ადამიანები ნორმალურ პირობებში დაასახლოს”. - თქვა სახალხო დამცველმა.

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, გორის სოციალურ საცხოვრისში მყოფი მოქალაქეების მდგომარეობასთან დაკავშირებით იოსელიამი შიდა ქართლის გუბერნატორს, მიხეილ შაყულაშვილს შეხვდა.

კომენტარები