NDI-ის კვლევა

NDI: 35% ამბობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 22%-ის აზრით, არ იცვლება

benjielayug.com

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, მოქალაქეების 35% ამბობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება. 

მოქალაქეთა 22%-ის აზრით, ქვეყანა საერთოდ არ იცვლება, 27% ფიქრობს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, 15%-მა უარი თქვა პასუხის გაცემაზე, 2%-მა არ იცის.  

ქვეყნის მიმართულებასთან დაკავშირებით ყველაზე კრიტიკულად თბილისის მცხოვრებლები და ოპოზიციის მხარდამჭერები არიან განწყობილნი. მოსაზრება, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება ყველაზე მეტად სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირდა.

კვლევა 2023 წლის მარტში სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. სამუშაოები 17-23 მარტს მიმდინარეობდა და 1 032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს (14% გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2%-ია (ცდომილების ზღვარი პასუხის მიხედვით იცვლება). რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. 

კომენტარები