დიდი ბრიტანეთი

ბრიტანეთში დააკავეს კაცი, რომელიც ბუკინგემის სასახლის ტერიტორიაზე ვაზნებს ყრიდა

BELINDA JIAO/GETTY

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ბუკინგემის სასახლესთან დააკავეს კაცი, რომელიც სასახლის ტერიტორიაზე თოფის ვაზნებს გადაყრას ცდლობდა. ასევე, კაცის ჩანთა გამნაღმველებმა ააფეთქეს.

ბრალდებული იარაღის ტარების გამო დააკავეს. არ არსებობს ცნობის სროლის ან დაშავებულების შესახებ. პოლიციამ უკვე განმარტა, რომ ამ შემთხვევას, როგორც ტერორიზმს, არ განიხილავენ.

შემთხვევა მეფის კორონაციამდე ოთხი დღით ადრე მოხდა - ცერემონიას დაესწრებიან მსოფლიო ლიდერები და სამეფო ოჯახის სხვა წარმომადგენლები მთელი მსოფლიოდან. მეფე და დედოფალი დაკავების დროს ბუკინგემის სასახლეში არ იყვნენ. 

ეჭვმიტანილის თოფის ვაზნებს სპეციალისტებს ექსპერტიზას ჩაუტარებენ. ბუკინგემის სასახლემ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

კომენტარები