ქართული ოცნება

მდინარაძე: კრამონი გარედან ეხმარება მავნებლებს, რომ სტატუსის ვერმიღების გეგმა შესრულდეს

ორი რაღაცის მცდელობასთან გვაქვს საქმე. ჩვენ ხომ ვიცით, რომ მათ (ოპოზიცია) გეგმაში მაქსიმალურად უნდა აიწიოს მოლოდინი სტატუსთან დაკავშირებით და თუკი ვინმე ამ მოლოდინთან დაკავშირებით სხვაგვარ აზრს გამოთქვამს, რომ რაც ჩვენზეა დამოკიდებული გავაკეთებთ და თუ ასე არ იქნა, რა გავაკეთოთ - მსგავსი დათქმა თუ ვინმემ გააკეთა, უკვე მოლოდინის აწევა მათი მხრიდან აღარ გამოდის და თუ მოლოდინი არ აიწია მაქსიმალურად და თუ რაღაც სხვანაირად მოხდა და ეს ხელისუფლებას არ დაბრალდა, მათთვის ეს წარმოუდგენელი ამბავია.

ისინი გეგმას იცავენ. კრამონიც გარედან ეხმარება ამ ჩვენს მავნებლებს, რომ გეგმა, რომელიც უნდა იყოს კანდიდატის სტატუსის ვერ მიღება, განხორციელდეს და შემდეგ გაგრძელდეს, რომ ამას მოჰყვეს ქვეყანაში ქაოსი, არეულობა და ნაცმოძრაობა დაბრუნდეს და ამ გეგმას ვერ შეასრულებენ, თუ მოლოდინი რეალური კი არა, გადაჭარბებულიც არ იქნა და თუ ამ მოლოდინთან დაკავშირებით ცოტა სხვანაირი მესიჯი გახმოვანდა ვინმეს მხრიდან, უმალვე თავს ესხმიან, ეს შემთხვევით ამბავი არ არის.

თქვა ქართული ოცნების თავმდჯდომარემ მამუკა მდინარაძე პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას. 

კომენტარები