აქონდროპლაზიის მედიკამენტი

აზარაშვილი დედების პროტესტზე: არანაირად არ წაადგება პროცესს ულტიმატუმის ენით საუბარი

შეთანხმების, მოლაპარაკების რეჟიმზე ჩვენ არასდროს უარი არ გვითქვამს, ორი კვირის წინ ჩემთან შეხვედრაც იყო და სამწუხაროდ, მაინც გაგრძელდა ისევ ქუჩაში, იმის ნაცვლად, ჩვენი შეთავაზება რაც იყო, რომ გაგრძელებულიყო სამუშაო ფორმატში... 

ძალიან სამწუხაროა, რომ ასე ხდება, ძალიან მნიშვნელოვანი კითხვები მოდის პარტნიორების და ყველა იმ ჩართული ქვეყნის თუ მხარისგან - "რატომ ხდება ისე, რომ პროტესტის ფონზე გიწევთ გადაწყვეტილების მიღება", იმიტომ, რომ ყველანაირი ზეწოლისა და ზემოქმედებისგან თავისუფალი უნდა იყოს ის სამუშაო ჯგუფიც თუ უწყებათაშორისი საბჭოც, რომ მიიღოს პაციენტის, ბავშვების ყველაზე საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე გადაწყვეტილება. ესეთი ფონი, სამწუხაროდ, ხელს უშლის და აფერხებს ამ გადაწყვეტილების მიღებას, არანაირად არ წაადგება და არანაირად არ დააჩქარებს პროცესს ასეთი ულტიმატუმის ენით საუბარი, რაღაც კონკრეტული თარიღის მითითების თუ რაღაცა მთავრობის გადაწყვეტილების.

შესაბამისად, ჯობია, რომ გაგრძელდეს [მოლაპარაკება] კონსტრუქციულ რეჟიმში, სამუშაო მაგიდის ფორმატთან და მერწმუნეთ, რომ ყველაზე საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რაც ამ ბავშვების ინტერესებიდან იქნება გამომდინარე.

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ოქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებზე.

კომენტარები