ლაზარე გრიგორიადისის საქმე

ხვადაგიანი: შედარებით უმტკივნეულო თავად ოცნებისთვისაც არის ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი

დასავლეთი იმიტომ არის მეგობარი და არა მტერი, რომ მისი მხარდაჭერა არის ქართველი ხალხის. ქართველი ხალხი რასაც ვაჩვენებთ და გავაკეთებთ, ამას დაუდგება გვერდში. ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ, ლაზარეს და თორნიკეს თემა არ უნდა მივატოვოთ და არ უნდა ვიყოთ იმის იმედზე, რომ დასავლეთი ეტყვის, რომ ცუდად იქცევით, ცხადია, ამას ეტყვის, ამას იძახის სულ, მაგრამ მთავარი არის ჩვენი გასაკეთებელი, ჩვენ უნდა ვისაუბროთ ამ თემაზე. დავიწყეთ კამპანია, ონლაინ ვრცელდება ვიდეოები, მოგიწოდებთ, ჩაწერეთ ვიდეოები და ისაუბრეთ ამ თემაზე, იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი გამოსავალი, თავად ქართული ოცნების მომხრეებისთვისაც, რომ ამ  პროცესში დაბრუნდნენ მოქალაქეები, რომ სასამართლოს მიმართ ნდობა გაჩნდეს.

ეს მარტო ლაზარეს და თორნიკეს შემთხვევა არაა, ეს ეხება ყველას. კარგ ქვეყანაში ყველას უნდა ცხოვრება, არ არსებობს კარგი ქვეყანა, სადაც არის ცუდი სასამართლო და არ არსებობს კარგი სასამართლო თუ მოქალაქე მას არ ენდობა, ამ ჩიხიდან ერთადერთი გამოსავალი და შედარებით უმტკივნეულო თავად ოცნებისთვისაც არის ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი. მე მგონია, რომ ეს შანსი თავად ქართულმა ოცნებამ არ უნდა გაუშვას ხელიდან და მისცეს შანსი საკუთარ თავს პირველ რიგში და ამ პროცესში ნაფიცი მსაჯულები ჩართონ. ჩვენ ბოლომდე გავაგრძელებთ ლაზარეს და თორნიკეს მხარდაჭერას, შემდეგ შაბათსაც ვგეგმავთ, უკვეა შაბათ დღეს ლაზარეს შაბათს ვეძახით. ეს გაგრძლებება მანამ, სანამ ეს პრობლემა არ გადაიჭრება.

ამბობს თავისუფლების ინსტიტუტის ხელმძღვანელი, სალომე ხვადაგიანი TV პირველთან საუბარში. თავისუფლების ინსტიტუტმა, ლაზარე გრიგორიადისის მამამ და 8 მარტის აქციის კიდევ ერთმა ბრალდებულმა, თორნიკე აკოფაშვილმა პარლამენტის წინ ერთობლივი პეტიცია წარადგინეს. ისინი უერთდებიან ლაზარე გრიგორიადისის ბაბუის მოთხოვნას, მისი შვილიშვილის საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.

პეტიცია ითხოვს:

  1. გაფართოვდეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უფლება იმ ორ მუხლზე, რომლითაც ლაზარესა და თორნიკეს დავა მიმდინარეობს და მათი საქმე განიხილონ ნაფიცმა მსაჯულებმა; 
  2. ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებამდე ლაზარე გათავისუფლდეს გირაოთი. 

მოაწერე ხელი პეტიციას - https://forms.gle/WdYpDbazgYYRyj4w5 

კომენტარები