რუსეთი-პოლონეთი

მედვედევი: პოლონეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაგრძელების აზრს ვერ ვხედავ

დმიტრი მედვედევი
ТАСС

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის თქმით, რუსეთისთვის პოლონეთთან დიპლომატიური ურთიერთობების შენარჩუნებას აზრი არ აქვს. 

"პოლონეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაგრძელების აზრს ვერ ვხედავ. ეს სახელმწიფო ჩვენთვის არ უნდა არსებობდეს, ვიდრე ხელისუფლებაში რუსოფობები არიან. უკრაინა სავსეა დაქირავებული პოლონელი მებრძოლებით, რომლებიც დაუნდობლად უნდა განადგურდნენ, როგორც სუნიანი ვირთხები".  - წერს მედვედევი Twitter-ზე. 

კომენტარები