რუსეთი-პოლონეთი

პოლონეთის დასავლეთ მიწებზე პუტინის სიტყვების პასუხად, ვარშავამ რუსეთის ელჩი გამოიძახა

მატეუშ მორავიეცკი

პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ თქვა, რომ პოლონეთი გამოიძახებს რუსეთის ელჩს საგარეო საქმეთა სამინისტროში მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ სტალინმა თითქოს პოლონეთს მიწა "აჩუქა". 

"სტალინი იყო ომის დამნაშავე, პასუხისმგებელი ასობით ათასი პოლონელის სიკვდილზე. ისტორიულ სიმართლეში ეჭვს ვერ შეიტან. რუსეთის ფედერაციის ელჩს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახებენ." - თქვა მორავიეცკიმ. 

ამის საპასუხოდ, პოლონეთის მთავრობის კომისარმა საინფორმაციო სივრცის უსაფრთხოების საკითხებში, სტანისლავ ჟარინმა თქვა, რომ პუტინი უკრაინაში ომის კვალდაკვალ დეზინფორმაციას ავრცელებს. 

კომენტარები