მოლდოვა-ევროკავშირი

EU მოლდოვის დესტაბილიზაციის წინააღმდეგ სანქციების ახალ სამოქმედო ჩარჩოს იღებს

Reuters

28 აპრილს, ევროკავშირმა მიზანმიმართული შემზღუდავი ზომების ახალი ჩარჩო მიიღო, რომელიც უზრუნველყოფს ევროკავშირის სანქციების დაწესების შესაძლებლობას იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან იმ ქმედებების მხარდაჭერასა ან განხორციელებაზე, რომლებიც მოლდოვის რესპუბლიკის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ქვეყნის დემოკრატიას საფრთხეს უქმნის. 

"როგორც ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში უკანონო შეჭრის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა, ჩვენ მოლდოვის დესტაბილიზაციის მუდმივი მცდელობის მოწმენი ვართ. სანქციების ახალი რეჟიმი არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალი ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ მოლდოვისადმი დღევანდელ რთულ კონტექსტში". -  თქვა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა. 

კომენტარები