აშშ-რუსეთი

აშშ: სირიის თავზე რუსეთის მხრიდან ჩვენი თვითმფრინავების მიმართ აგრესიული ქცევა შეინიშნება

ამერიკული ავიამზიდის USS Harry S Truman-ის ეკიპაჟის წევრები F18 Hornet გამანადგურებლის გვერდით. აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვა, 2018 წლის 8 მაისი
Aris Messinis/AFP/Getty Images/FILE

აშშ-ს ცენტრალური სარდლობის წარმომადგენლის თქმით, ბოლო დროს რუსი მფრინავების მხრიდან ხშირად შეინიშნება აგრესიული ქცევა ამერიკულ სამხედრო თვითმფრინავებთან მიმართებით.

"რუსი მფრინავები, როგორც ჩანს, ამერიკული თვითმფრინავების ჩამოგდებას არ ცდილობენ, მაგრამ შესაძლოა, ისინი აშშ-ის პროვოცირებასა და საერთაშორისო ინციდენტში ჩათრევას ცდილობენ". - თქვა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა CNN-თან ინტერვიუში.

აშშ-ს ცენტრალური სარდლობის მიერ 2 აპრილს გამოქვეყნებულ ვიდეოში ნაჩვენებია, რუსული SU-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი როგორ უჭრის გზას ამერიკულ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავს.  

გარდა ამისა, 18 აპრილის ვიდეოში ასახულია რუსული ავიაგამანადგურებელი, რომელმაც კოალიციის საჰაერო სივრცე დაარღვია და ამერიკულ თვითმფრინავს 2000 ფუტის მანძილზე მიუახლოვდა.

აღნიშნულ შემთხვევებთან დაკავშირებით, ამერიკელი ოფიციალური პირები რუს კოლეგებს დაუკავშირდნენ, თუმცა, რუსული მხარე მომხდარის შესახებ პასუხისმგებლობას არ იღებს. 

მარტის დასაწყისიდან რუსულმა თვითმფრინავებმა კონფლიქტის თავიდან არიდების პროტოკოლი 85-ჯერ დაარღვიეს. 

კომენტარები