რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკის თქმით, სი ძინფინგთან უკრაინის სამშვიდობო ინიციატივებში ჩინეთის როლზე ისაუბრა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ჩინეთის ლიდერ სი ძინფინგთან ტელეფონით საუბრისას ქვეყნის ლიდერებმა უკრაინის სამშვიდობო ინიციატივებში ჩინეთის როლზე ისაუბრეს და ჩინეთის მიერ უკრაინის სუვერენიტეტის მხარდაჭერის აუცილებლობა განიხილეს.

"ჩვენ მნიშვნელოვანი საუბარი გვქონდა, თუმცა არ დაგვიგეგმავს მომავალი შეხვედრა. რაც შეეხება მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც განვიხილეთ, ისინი პირველ რიგში უსაფრთხოებას ეხებოდა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ფორმატში, ჩვენს მშვიდობის ფორმულაში რაც შეიძლება მეტი ქვეყანა ჩავრთოთ, რომლებიც შემდეგ რუსეთზე ზეწოლას შეძლებენ, რათა მშვიდობა და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს". - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სი ძინფინგთან მან ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე ისაუბრა. 

26 აპრილს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და სი ძინფინგს შორის ომის დაწყების შემდეგ პირველი სატელეფონო საუბარი შედგა.

კომენტარები