ყველა ჩემს ქვეყანასა და ევროპაში, ევროკავშირში შეშფოთებული იყო იმით, რაც ხდებოდა პარლამენტში [უხცოური გავლენის აგენტების] კანონპროექტთან დაკავშირებით. ვნახეთ აქციები, ვნახეთ დემონსტრაციები და ჩვენ ძალიან ღიად ვუჭერდით მხარს იმ ფაქტს, რომ ითხოვდით უკეთეს თავისუფლებას, უკეთეს დემოკრატიას, ასე რომ, შედეგი კარგი იყო. პრეზიდენტმა მაკრონმა გამოხატა მხარდაჭერა მოძრაობის მიმართ, რომელიც იყო სპონტანური, განსაკუთრებით ახალგაზრდებისა და ქართველი ხალხის მოძრაობა... ევროკავშირში ინტეგრაციის გრძელ გზაზე დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებათა პატივისცემა და მედიის თავისუფლება უმთავრესი ფაქტორია. არა მხოლოდ ერთი, არამედ ყველა. ეს შავით თეთრზე წერია იმ საგზაო რუკაში, რომელსაც საქართველო უნდა მიჰყვეს... მე ყველა საკითხს განვიხილავ მთავრობასთან, მაგრამ არა საჯაროდ.
საქართველო-საფრანგეთი
კოლონა: EU-ს გზაზე დემოკრატია, კანონი, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება უმთავრესია
tbl.ge/6cpq
დაკოპირდა

თქვა მედიასთან საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ. საფრანგეთის საგარეო უწყების მეთაური საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრამდე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
კატრინ კოლონასაფრანგეთი-საქართველოსაქართველო-რუსეთირუსული კანონიკანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებსაქართველო-საფრანგეთი
ამავე თემაზე
- პაპუაშვილი ელჩს: საფრანგეთში ახალი არჩევნები შესაძლოა კრიზისიდან კარგი გამოსავალი იყოს
- კობახიძე მაკრონზე: ურჩევნია, მიხედოს უკრაინას, რომელიც გაწირეს განადგურებისთვის
- გასრი: მაკრონი ხაზს უსვამს, რომ არჩევნები შეიძლება პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი იყოს
- საელჩო: მაკრონი სინანულს გამოთქვამს საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებზე
- მაკრონი ზურაბიშვილს: გაუმარჯოს ევროპულ სულს, რომელსაც ვიზიარებთ და ყოველდღე გვაახლოვებს