ქართული ოცნება

ჰოლოუეი: ოცნება საქართველოს უქმნის რისკს, რომ რუსეთის მარიონეტი გახდეს

ქართველი ხალხისთვის NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია კვლავ პრიორიტეტულია, მაგრამ როგორც ჩანს, ამ მიმართულებით საკმარისი ნაბიჯები არაა გადადგმული. ქართული ოცნების მთავრობამ მიზანმიმართულად არ გადადგა შესაბამისი ნაბიჯები ევროკავშირის კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად. 

საქართველოს მმართველი პარტია - ქართული ოცნება პროპუტინური და პრორუსული ჯგუფია, რომლის ხელმძღვანელებიც საქართველოს რისკს უქმნიან, რომ რუსეთის მარიონეტი გახდეს გლობალური უსაფრთხოების ამ კრიტიკულ პერიოდში. ქართული ოცნება იქცევა ორგანიზაციად, რომელიც დადებითადაა განწყობილი და მზარდად კონტროლირებული რუსეთის ხელისუფლების მიერ, მაშინ როცა აცხადებს, რომ დასავლური და დემოკრატიულია. 

მისი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი, ოლიგარქია, რომელმაც, სავარაუდოდ, ფული რუსეთში ურთიერთობებით გააკეთა. სავარაუდოდ, მან თავისი დიდძალი ქონება გამოიყენა, რომ ეყიდა ხმები და მისი ლობისტები საქართველოს ხელისუფლებაში დაესვა. მიუხედავად იმისა, რომ ახლა არ უკავია არჩეული თანამდებობა, მას დიდი გავლენა აქვს საქართველოს ინსტიტუტებზე. საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში აყვავებულ კორუფცია ახლა ნათელი ეფინება. ახლახან აშშ-მ პირადი სანქციები დაუწესა 4 მოსამართლეს, რომელიც საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ დანიშნა.

ამბობს [ფორმულას თარგმანი] ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის წევრი, ადამ ჰოლოუეი, რომლის ინიციატივითაც დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოში პოლიტიკური და უსაფრთხოების კუთხით არსებულ სიტუაციის შესახებ დებატები მიმდინარეობს. 

კომენტარები