რუსეთ-თურქეთი

პუტინი: ანკარასა და მოსკოვის თანამშრომლობა ორი ქვეყნის ძირეულ ინტერესებს პასუხობს

ვლადიმირ პუტინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გაფართოებული კოლეგიის სხდომაზე
კრემლი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმი პუტინის თქმით, კრემლი მხარს უჭერს თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ მის წინაშე დასახული მიზნებისკენ სვალს. ამის შესახებ პუტინმა ვლადიმერ პუტინმა თურქეთში აქუიუს ბირთვული ელექტროსადგურის გახსნის ცერემონიაზე დისტანციურად მიმართვისას ისაუბრა.

"ეს არის კიდევ ერთი დამაჯერებელი მაგალითი იმისა, რამდენს აკეთებთ თქვენ, ბატონო პრეზიდენტო, თქვენი ქვეყნისთვის, მისი ეკონომიკის ზრდისთვის, თურქეთის ყველა მოქალაქისთვის. ეს ცერემონია მეტყველებს იმაზეც, რომ თურქეთის ხელისუფლება და პირადად პრეზიდენტი დიდ ყურადღებას უთმობს რუსულ-თურქული ურთიერთობების გაფართოებას ყველა მიმართულებით. მინდა პირდაპირ ვთქვა – თქვენ იცით, როგორ დაისახოთ ამბიციური მიზნები და თავდაჯერებული სვლით მიდიხართ მათი შესრულებისკენ. ჩვენ ასეთ განწყობას მხარს ვუჭერთ". - თქვა პუტინმა.

ამასთან, პუტინმა აღნიშნა, რომ ანკარასა და მოსკოვს შორის თანამშრომლობასა და პარტნიორობას ურთიერთმომგებიანი ხასიათი აქვს, ორი ქვეყნის ძირეულ ინტერესებს პასუხობს და ემსახურება რეგიონულ და საერთაშორისო სტაბილურობას.

გარდა ამისა, პუტინის თქმით, რუსეთი და თურქეთი სამგზავრო ავიაგადაზიდვების მოცულობის გაზრდაზე შეთანხმდნენ.

"მნიშვნელოვანია, ორ ქვეყანას შორის მგზავრობის ხელსაყრელი პირობების შექმნა. ამ კონტექსტში ჩვენ შევთანხმდით ორმხრივი ავიაგადაზიდვების მოცულობის გაზრდაზე". - თქვა პუტინმა.

 

კომენტარები