ტაილანდი

ტაილანდში ახალგაზრდა ქალი 12 მეგობრის ციანიდით მოწამვლისა და მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

ტაილანდში ახალგაზრდა ქალი 12 მეგობრისა და ნაცნობის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ქალი მსხვერპლებს ციანიდის საკვებში შერევის გზით წამლავდა.

სარარათ რანგსივუთაფორნი ბანგკოკში სამშაბათს ერთ-ერთი მეგობრის გარდაცვალების შემდეგ საწყებული გამოძიების შედეგად დააკავეს.

გარდაცვლილი სარარათის დაკავებამდე 2 კვირით ადრე, მასთან ერთად ტაილანდის ერთ-ერთ პროვინციაში სამოგზაუროდ იმყოფებოდა და მისი გვამი პოლიციამ მდინარის არხთან იპოვა. გარდაცვლილის სხეულში გვამის გაკვეთის შედეგად ციანიდის კვალს მიაგნეს.

გვამის აღმოჩენის დროს, დაკარგული იყო მსხვერპლის პირადი ნივთები, მათ შორის, თანხა, ჩანთა, ტელეფონი და ძვირფასეულობა.

გამოძიების შედეგად, ადგილობრივმა პოლიციამ დაადგინა, რომ სარარათმა მის გარდა კიდევ 11 ადამიანი მოკლა, მათ შორის, ყოფილი შეყვარებული. მათი ვარაუდით, სარარათი მეგობრებსა და ნაცნობებს ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კლავდა.

მათი ინფორმაციით, სარარათმა მკვლელობები 2020 წელს დაიწყო და ყველა მკვლელობის გარემოებები ერთმანეთის მსგავსია.

დაკავებული ქალი ყველა ბრალდებას უარყოფს, თუმცა, ტაილანდურმა სასამართლომ სარარათს გირაოზე უარი უთხრა.

კომენტარები