საქართველო-უკრაინა

"საუბარი შეეხო სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას" – იოსელიანი კასიანოვს შეხვდა

FB/საქართველოს სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის დროებით შემსრულებელს, ანდრეი კასიანოვს შეხვდა. სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ექიმ-ექსპერტთა ჯგუფის მონიტორინგის პროცესს.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ასევე იყო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

კასიანოვმა იოსელიანს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

კომენტარები