რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

პუტინმა დასავლეთის სანქციების საპასუხო ზომების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც საზღვარგარეთ რუსეთის აქტივების გაყინვის საპასუხო ზომებს ითვალისწინებს

განკარგულებაში, რომელიც კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, წერია, რომ "მტრულად განწყობილი ქვეყნების მიერ" ხელში ჩაგდებული რუსული აქტივების საპასუხოდ, მოსკოვი რუსეთში უცხოურ აქტივებს დროებით თავისი კონტროლის ქვეშ მოაქცევს.

განკარგულებაში ასევე წერია, რომ აქტივებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შეიძლება შეიცვალოს და გაუქმდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას რუსეთის პრეზიდენტი გადაწყვეტს. 

რუსული პროპაგანდისტული მედიის ცნობით, მოსკოვმა დროებით გაზის გერმანული დისტრიბუტორის Uniper SE-ის რუსული განყოფილების აქტივები უკვე დააყადაღა. 

კომენტარები