რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დიპლომატიურ მისიასთან შეუთავსებელი საქმიანობისთვის შვედეთიდან 5 რუსი დიპლომატი გააძევეს

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვეყნიდან გააძევეს 5 რუსი დიპლომატი, რომლებიც დიპლომატიურ მისიასთან შეუთავსებელ საქმიანობაში იყვნენ ჩართული. 

"ვენის კონვენციის თანახმად არსებული დიპლომატიური ურთიერთობის წესებთან შეუთავსებლობის გამო 5 პირს, რომლებიც რუსეთის საელჩოში არიან დასაქმებული, შვედეთის დატოვება მოეთხოვა. ეს ეხება უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ზიანს, რომელსაც მთავრობა დიდი სერიოზულობით ეკიდება". - ნათქვამია შვედეთის საგარეოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციაში დაკონკრეტებული არაა, რა ტიპის საქმიანობის გამო დაითხოვეს რუსი დიპლომატები. 

მომხდართან დაკავშირებით რუსეთის საელჩოს კომენტარი არ გაუკეთებია. 

კომენტარები