რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კიევი აღიარებს, რომ ოკუპირებულ სევასტოპოლში შავი ზღვის ფლოტს დრონებით თავს დაესხა

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემები ოკუპირებული სევასტოპოლის პორტში

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის, ანდრეი იუსოვის თქმით, კიევი ოკუპირებულ ყირიმში მდებარე ქალაქ სევასტოპოლს დრონებით თავს დაესხა.

ოფიციალურმა პირებმა უარყვეს რუსული მხარის მოსაზრება, რომ თავდასხმამ მარცვლეულის ექსპორტი რისკის ქვეშ დააყენა.

"ბოლოდროინდელი მოვლენები ყირიმში სამხედრო ობიექტებს ეხებოდა და არანაირად არ არის დაკავშირებული მარცვლეულის შეთანხმებასთან, რომელიც უკრაინის პორტებსა და სამოქალაქო პორტებს ითვალისწინებს. უკრაინა იცავს საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის საკუთარ თავზე იღებს მარცვლეულის შეთანხმებასთან დაკავშირებული ყველა ვალდებულების შესრულებას" - თქვა იუსოვმა.

2022 წლის აგვისტოდან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ანექსირებულ სევასტოპოლში სისტემურად აქტიურდება და ისმის აფეთქებების ხმები. როგორც რუსულ მედიაში წერენ, სისტემები ძირითადად მცირე ზომის უკრაინული დრონების გამო აქტიურდება.

ინფორმაცია ანექსირებული სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორმა, მიხაილ რაზვოჟაევმა გაავრცელა. მისი თქმით, წყალქვეშასაწინააღმდეგო-დივერსიული თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს ერთი საზღვაო უპილოტო აპარატი, ერთი კი თავად აფეთქდა. როგორც ე.წ. გუბერნატორი ამბობს, ქალაქში ობიექტები არ დაზიანებულა.

აქამდე მსგავსი შემთხვევა მარტშიც მოხდა.

კომენტარები