რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის მტკიცებით, ოკუპირებულ სევასტოპოლში შავი ზღვის ფლოტს თავს დრონებით დაესხნენ

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემები ოკუპირებული სევასტოპოლის პორტში

რუსეთის მტკიცებით, ოკუპირებულ ყირიმზე მდებარე ქალაქ სევასტოპოლის სანაპიროსთან, შავი ზღვის ფლოტზე საზღვაო დრონების თავდასხმა მოიგერიეს.

ინფორმაცია ანექსირებული სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორმა, მიხაილ რაზვოჟაევმა გაავრცელა. მისი თქმით, წყალქვეშასაწინააღმდეგო-დივერსიული თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს ერთი საზღვაო უპილოტო აპარატი, ერთი კი თავად აფეთქდა. როგორც ე.წ. გუბერნატორი ამბობს, ქალაქში ობიექტები არ დაზიანებულა.

აქამდე მსგავსი შემთხვევა მარტშიც მოხდა.

2022 წლის აგვისტოდან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ანექსირებულ სევასტოპოლში სისტემურად აქტიურდება და ისმის აფეთქებების ხმები. როგორც რუსულ მედიაში წერენ, სისტემები ძირითადად მცირე ზომის უკრაინული დრონების გამო აქტიურდება.

კომენტარები