2008 წლის აგვისტოს ომი

მედვედევი: მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის მშვიდობის იძულების ოპერაციის ჩატარება

დმიტრი მედვედევი

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის თქმით, 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების დაწყება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო.

მედვედევის მტკიცებით, მიზანი "საქართველოსთვის მშვიდობის იძულება" იყო.

"რთულია მნიშვნელოვანი და ნაკლებად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების განსხვავება... ძალიან მნიშვნელოვანი იყო უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვეტილება, რომელსაც მხარი ფედერაციის საბჭომაც დაუჭირა, რომ ჩაგვეტარებინა სამხედრო ოპერაცია საქართველოსთვის მშვიდობის იძულებისთვის, ე.წ. ხუთდღიანი ომი. ეს ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, რა თქმა უნდა, იმ მომენტში რთული გადაწყვეტილება იყო". – თქვა მედვედევმა. 

ამას გარდა მედვედევის თქმით, ასევე "რთული გადაწყვეტილებები" იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი დმიტრი მედვედევს ეკავა.

კომენტარები