რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მედვედევი: მსოფლიო ავადაა და სავსებით სავარაუდოა, რომ ახალი მსოფლიო ომის წინაშეა

დმიტრი მედვედევი

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის მტკიცებით, ახალი მსოფლიო ომის დაწყება სავსებით შესაძლებელია, თუმცა თვლის, რომ მისი თავიდან არიდება შესაძლებელია. ამის შესახებ მან კონფერენციაზე ისაუბრა.

"მსოფლიო ავადაა და სავსებით შესაძლებელია, ახალი მსოფლიო ომის წინაშეა. არის თუ არა ეს გარდაუვალი? არა, არაა". – თქვა მედვედევმა.

მედვედევის მტკიცებით, უკრაინის ომის თავიდან აცილებას 30 წლის განმავლობაში შესაძლებელი იყო, თუმცა რუსეთი "ჩაითრიეს". მისი თქმით, ყველა ქვეყანა უნდა გაურბოდეს ახალი მსოფლიო კონფლიქტის დაწყებას.

"რა გახდება ბოლო წვეთი, რა გახდება გამომწვევი – ვერ ვიტყვი. მაგრამ რაღაც მომენტში ეს შესაძლოა მოხდეს. ამიტომ ყველამ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ მსოფლიო დაპირისპირების, ცხელი, სრულყოფილი მესამე მსოფლიო ომის საფრთხე არ რეალიზდეს". – თქვა მედვედევმა.

ამას გარდა, მედვედევმა ისაუბრა რუსეთისთვის ბირთვული იარაღის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, ეს შეიარაღება რუსეთს, როგორც სახელმწიფოს აერთიანებს.

"რუსეთის, როგორც პლანეტაზე უდიდესი სახელმწიფოს არსებობისთვის ბირთვულ იარაღს მუდმივი მნიშვნელობა აქვს. სხვადასხვაგვარად შეიძლება მივუდგეთ თავად ბირთვულ იარაღს, ზოგადად იარაღს, მაგრამ მიუხედავად ამისა, გვესმის, რომ თანამედროვე მსოფლიოში ბირთვული იარაღს ჩვენი ქვეყნისთვის იმ ქინძისთავის მნიშვნელობა აქვს, რომელიც სახელმწიფოს კრავს". – თქვა მედვედევმა. 

ამას გარდა, მედვედევმა აღნიშნა, რომ რუსეთმა შესაძლოა პირველმა გამოიყენოს ბირთვული იარაღი, თუ ჩათვლიან, რომ სახელმწიფოს არსებობას საფრთხე ექმნება. მან ამის შესახებ მაშინ, როცა კონფერენციის დამსწრე პირის შენიშვნას უპასუხა: "თქვენ თქვით, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს პირველი არასდროს გამოიყენებს, ეს მთლად ასე არაა". 

კომენტარები