რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კულება: მსოფლიოში არცერთი ქვეყანა არ ისწრაფვის მშვიდობისკენ ისე, როგორც უკრაინა

დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით არსებული საუბრები, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მიმდინარეობს, არ ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ რუსეთი მშვიდობისთვის მზადყოფნას ოდნავადაც არ იჩენს.

კულებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინულ სოფლებსა და ქალაქებზე სასტიკ თავდასხმებს აგრძელებს და მათი ქმედებებით არ ჩანს მოლაპარაკებების, აგრესიის შეჩერებისა და მშვიდობის აღდგენის სურვილი. 

"მსოფლიოში არცერთი ქვეყანა არ ისწრაფვის მშვიდობისკენ ისე, როგორც უკრაინა. მაგრამ ჩვენ ასევე ვიცით, რომ ნამდვილი მშვიდობა უნდა იყოს სამართლიანი და ხანგრძლივი". - თქვა მან.

კულებას თქმით, უკრაინული მხარე მიესალმება ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, გაეროს წესდების პრინციპებს და გენერალური ასამბლეის შესაბამის რეზოლუციებს.

"არ იქნება ნამდვილი მშვიდობა არც უკრაინისთვის და არც დანარჩენი მსოფლიოსთვის, თუ რუსეთი არ აგებს სრულ პასუხისმგებლობას მის ყველა დანაშაულზე, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულზე და ყველა შემდგომ სამხედრო დანაშაულზე, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე და გენოციდზე". - თქვა კულებამ.

მისი თქმით, ევროატლანტიკური უსაფრთხოების მომავალი უკრაინაში ბრძოლის ველზე წყდება.

კომენტარები