რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ესპანეთმა უკრაინაში Leopard 2-ის 6 ტანკი გაგზავნა – ესპანეთის თავდაცვის მინისტრი

ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა მარგარიტა რობლესმა დაადასტურა, რომ უკრაინაში გასაგზავნმა Leopard 2-ის ტიპის 6-მა ტანკმა ესპანეთის საპორტო ქალაქი სანტანდერი დატოვა და დანიშნულების ადგილისკენ მიემართება

რობლესის ინფორმაციით, ტანკებთან ერთად უკრაინაში ლოჯისტიკური მიზნებით 20 ტრაილერი გაიგზავნა. მინისტრის ცნობით, აღჭურვილობის უკრაინაშ ჩატანას, როგორც წესი, 5-6 დღე დასჭირდება.

"6 დღეში, სხვა ქვეყნის გავლით, ისინი უკრაინაში იქნებიან". - ამბობს მინისტრი. 

გასულ კვირას რობლესმა აღნიშნა, რომ 6 Leopard-ის ტანკის გარდა, უკრაინაში გასაგზავნად მთავრობა კიდევ 4-ის შეკეთებას ცდილობს, რომელიც უკრაინაში "რაც შეიძლება სწრაფად გაიგზავნება". 

Reuters-ის ინფორმაციით, გარდა ამისა, ესპანეთმა ტანკის ეკიპაჟის 40 წევრი და 15 მექანიკოსი გაწვრთნა. 

კომენტარები