აშშ-საქართველო

ჰელსინკის კომისია ზურაბიშვილს პოლიტპატიმრების შეწყალებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის მთავრობის ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს პროევროპელი ფიგურების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა. 

"[მოწოდება ვრცელდება] სულ რაღაც ერთი თვის შემდეგ, რაც მთავრობამ დაარბია უცხოელი აგენტების კანონის წინააღმდეგ დემონსტრანტები წყლის ჭავლებითა და ხელკეტებით". - ვკითხულობთ Foreign Policy-ის სტატიაში

ორპარტიული ჰელსინსკის კომისია მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეიწყალოს ის პოლიტიკური პატიმრები, რომლებიც საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას უჭერენ მხარს.

ზურაბიშვილისთვის გაგზავნილ წერილში კონგრესმენები პრეზიდენტს მოუწდებენ, შეიწყალონ 2022 წლის მაისში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული ნიკა გვარამია. 

"როგორც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და მისი დემოკრატიის დაცვის ხმამაღალი მხარდამჭერი, ჩვენ გვჯერა, რომ თქვენი დახმარება ერთი შეხედვით პოლიტიკურად მოტივირებული დევნის აღკვეთაში კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება". - წერია წერილში. 

აშშ-ს წერილი პირველი არ არის. მანამდე, ევროპარლამენტმა, აბსოლუტური უმრავლესობით, ამ წლის დასაწყისში რეზოლუციაში  მიიღო, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებდა, გაეთავისუფლებინა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი - და ხმამაღლა გამოხატა საქართველოს მთავრობის მოულოდნელი გადახვევის შესახებ დასავლური და დემოკრატიული ღირებულებებისგან.


1976 წელს დაარსებული ჰელსინკის კომისია აშშ-ს დამოუკიდებელი სამთავრობო სააგენტოა, რომელიც ჰელსინკის შეთანხმების შესრულებას აკონტროლებდა. ჰელსინკის შეთანხმება ცივი ომის პერიოდის მთავარი დიპლომატიური შეთანხმებაა, რომელიც საბჭოთა კავშირსა და დასავლეთს შორის დაძაბულობის შემცირებას უზრუნველყოფდა. კომისია ამჟამად ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის საკითხებზე მუშაობს და ადამიანის უფლებების ნორმების დაცულობას უზრუნველყოფს. კომისია აშშ-ს კონგრესის 18 წევრისგან შედგება. მასში არიან როგორც დემოკრატი, ისე რესპუბლიკელი წევრები, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის, თავდაცვისა და კომერციული სფეროს წარმომადგენლები.

კომენტარები