აქონდროპლაზია

ხაზარაძე VOXZOGO-ზე: მივმართავ მთავრობას, შეიქმნას ფონდი, ჩემგან პირველი შენატანი 100 000 იქნება

აქონდროპლაზიით დაავადებული 12 ბავშვი დაფინანსების მოლოდინშია. ამ დაფინანსებაზეა დამოკიდებული მათი სიცოცხლე და ეს საკითხი სასწრაფო გადაწყვეტას მოითხოვს.

მივმართავ მთავრობას, შეიქმნას სპეციალური ფონდი, სადაც სახელმწიფო, კერძო ბიზნესი და მოქალაქეები ერთობლივად შეიტანენ ფინანსურ წვლილს ამ ბავშვების გადასარჩენად. მზად ვარ, პირადად მივიღო მონაწილეობა ამ ფონდის დაფინანსებაში.

არის საკითხები, რომლებიც ყველანაირ პოლიტიკაზე მაღლაა. მოდით, ვისწავლოთ ასეთი საქმეების ერთობლივად კეთება პოლიტიკის გარეშე, ვისწავლოთ გაერთიანება პრობლემის გარშემო, ვისწავლოთ ერთად სიკეთის კეთება. 

ჩემგან პირველი შენატანი 100 000 ლარი იქნება.

წერს ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე. აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები საქართველოში პრეპარატ voxzogo-ს შემოტანასა და დაფინანსებას ითხოვენ. მათ პრემიერთან შეხვედრა სურთ და მთავრობის ადმინისტრაციის წინ ღამეს ათენებენ. 

კომენტარები