იემენი

იემენში საქველმოქმედო ღონისძიებაზე შეკრებილთა შორის ჭყლეტას 78 ადამიანი ემსხვერპლა

CNN

იემენის დედაქალაქ სანააში რამადანის საქველმოქმედო ღონისძიებაზე სკოლაში შეკრებილთა შორის ჭყლეტას 78-მდე ადამიანი ემსხვერპლა

სატელევიზიო კადრებში ჩანს ხალხის ბრბო, რომელსაც უჭირს მოძრაობა. გავრცელებული ინფორმაციით, ასობით ადამიანი იმისთვის შეიკრიბა, რომ 9$-ის ოდენობის შემოწირულება მიეღო.

მეამბოხე ჰუთის მოძრაობა სანას 2015 წლიდან აკონტროლებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულია ორი ადგილობრივი ბიზნესმენი, რომლებმაც ღონისძიება დააორგანიზეს. სამინისტროს წარმომადგენელმა ჭყლეტის მიზეზად დაასახელა თანხების შემთხვევითი - ადგილობრივ ოფიციალურ პირებთან კოორდინაციის გარეშე, განაწილება. 

შემთხვევა ისლამური წმინდა თვის, რამადანის ბოლო დღეებში მოხდა.

როგორ და რატომ ხდება ჭყლეტა?

იემენის შემთხვევამდე ჭყლეტა მოხდა ჰიუსტონის მუსიკალურ ფესტივალზე, ინგლისის ფეხბურთის სტადიონზე, ჩიკაგოს ღამის კლუბსა და სხვა უამრავ შეკრებაზე: ხალხის დიდი მასა იძვროდა გასასვლელისკენ, სათამაშო მოედნისა თუ სცენისკენ, იმდენად ძლიერად, რომ საბოლოოდ ადამიანები ერთმანეთს აზიანებდნენ. 

ბოლო მასობრივი ჭყლეტა კორეაში მოხდა და შემთხვევას 160-მდე ადამიანი ემსხვერპლა. 

კომენტარები