რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გერმანიამ უკრაინას მეორე საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T გადასცა

IRIS-T SLM-ის სისტემა

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლეკსი რეზნიკოვი ადასტურებს, რომ უკრაინამ გერმანიისგან მეორე საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T მიიღო.

"უახლესი IRIS-T სისტემა, რისთვისაც ჩვენ მადლობას ვუხდით გერმანელ პარტნიორებს, საკრუიზო რაკეტებთან ბრძოლაში დაგვეხმარება". - წერს თავდაცვის მინისტრი Facebook-ზე. 

გერმანია უკრაინას ოთხ IRIS-T საჰაერო თავდაცვის სისტემას დაჰპირდა. აქედან ორი უკვე მიაწოდა. 

გერმანიის ფედერალური მთავრობის განცხადებით, IRIS-T არის ყველაზე თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემა გერმანიაში. იგი შეიმუშავა გერმანული შეიარაღების კომპანია Diehl Defense-მა.

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, სახმელეთო საზენიტო სისტემა, უპირველეს ყოვლისა, რუსული არმიის საჰაერო თავდასხმების მოგერიებით მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას ისახავს მიზნად. შოლცის განმარტებით, მიწოდებული ტექნიკით საჰაერო თავდასხმებისგან დიდი ქალაქების დაცვაც შესაძლებელია.

კომენტარები