რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი უკრაინისთვის შესაძლო სამხედრო დახმარებაზე საუბრობს

REUTERS/Kim Hong-Ji

სამხრეთ კორეამ შესაძლოა ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარების გარდა, უკრაინაში სამხედრო დახმარებაც გაგზავნოს. ამის შესახებ სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სუკ იოლმა Reuters-სთან ინტერვიუში ისაუბრა

აშშ-ში სახელმწიფო ვიზიტის წინ, პრეზიდენტმა გამოცემასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ქვეყანა იკვლევს გზებს, თუ როგორ შეიძლება დაეხმაროს უკრაინას თავდაცვასა და ომის შემდგომ რეკონსტრუქციაში ისევე, როგორც საერთაშორისო ქვეყნები სამხრეთ კორეას 1950-53 წლებში ეხმარებოდნენ. 

"როდესაც ისეთი სიტუაცია დგება, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება ვერ დაუშვებს, როგორიცაა ნებისმიერი ფართომასშტაბიანი თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე, ხოცვა-ჟლეტა, ან ომის კანონების სერიოზული დარღვევა, ჩვენ გაგვიჭირდება მხოლოდ ჰუმანიტარული, ან ფინანსური დახმარებით შემოფარგვლა". - თქვა სუკ იოლმა. 

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სეულმა უკრაინაში იარაღის მიწოდებაზე მზადყოფნა გამოთქვა მას შემდეგ, რაც დაახლოებით ერთი წლის წინ ომში ჩართული ქვეყნებისთვის ლეტალური იარაღის გადაცემის შესაძლებლობა კორეელმა მაღალჩინოსნებმა გამორიცხეს. 

"მე მჯერა, რომ იმ ქვეყნის დასახმარებლად და დასაცავად, რომლის საზღვრებშიც როგორც საერთაშორისო, ისე შიდა კანონმდებლობით [რუსეთი] უკანონოდ შეიჭრა, თავი არ უნდა შევიზღუდოთ.

თუმცა, ომში ჩართულ მხარეებთან ურთიერთობისა და ბრძოლის ველზე განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ჩვენ ყველაზე შესაფერის ზომებს მივიღებთ". - ამბობს სუკ იოლმა.

კომენტარები