სახელმწიფო ღალატი რუსეთში

დუმამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც ღალატისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

Russian State Duma/Reuters

18 აპრილს რუსეთის სახელმწიფო დუმამ მეორე და მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ღალატისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთას და ტერორიზმისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს.

კანონპროექტის თანახმად, ღალატის მუხლით წარდგენილი ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში, გათვალისწინებული სამუდამო პატიმრობა, რაც ამჟამად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ტერორიზმის მუხლით წარდგენილი ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება 15-დან 20-წლამდე პატიმრობის შეფარდება,რაც ამჟამად 10-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას იმ საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაწყვეტილების აღსრულებაში დახმარებაში, რომლებშიც რუსეთი არ მონაწილეობს. ამ მუხლისთვის მაქსიმალური სასჯელი 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთა იქნება.

კანონპროექტი რუსეთის მთავრობამ სახელმწიფო სათათბირო ორგანოს 2022 წლის ნოემბერში წარუდგინა.

სამშობლოს ღალატისთვის მსჯავრდადებულთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

კანონპროექტი 7 აპრილს დააინიცირეს, რამდენიმე დღით ადრე, სანამ რუსი ოპოზიციონერი, ვლადიმირ კარა-მურზა მოსკოვის სასამართლომ სახელმწიფო ღალატში, არასასურველ ორგანიზაციასთან თანამშრომლობასა და რუსეთის არმიაზე ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში დამნაშავედ ცნო და 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კომენტარები