რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა სხვა ქვეყნებისთვის განკუთვნილი პროდუქტის პოლონეთში იმპორტის აკრძალვას აკრიტიკებს

უკრაინამ გააკრიტიკა პოლონეთის მთავრობის გადაწყვეტილება უკრაინული სასოფლო-სამეურნეო საქონლის, მათ შორის სხვა ქვეყნებისთვის განკუთვნილი პროდუქტების იმპორტის აკრძალვის შესახებ და თქვა, რომ ეს არღვევს ორ ქვეყანას შორის მანამდე არსებულ შეთანხმებას.

15 აპრილს პოლონეთს უნგრეთიც შეუერთდა და თქვა, რომ შეზღუდვა ძალაში ივნისის ბოლომდე დარჩება.

ვარშავის გადაწყვეტილებაზე პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ ისაუბრა და თქვა, რომ სიტუაციის მოსაგვარებლად ორმხრივი გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანია.

"ამჟამად, ცალმხრივი მკვეთრი ქმედებები არ დააჩქარებს სიტუაციის პოზიტიურ მოგვარებას." - ამბობს მორავიეცკი.

გასულ კვირას პოლონეთმა თქვა, რომ უკრაინას პოლონეთის ბაზრისთვის განკუთვნილი მარცვლეულის იმპორტის დროებით შეზღუდვაზე დათანხმდა. თუმცა, პოლონეთისა და უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრების ერთობლივ პრესკონფერენციაზე პოლონეთის სოფლის მეურნეობის ახალმა მინისტრმა, რობერტ ტელუსმა განაცხადა, რომ სხვა ქვეყნებისთვის განკუთვნილი სატრანზიტო პროდუქტები არ შეიზღუდებოდა.

ადგილობრივი მასობრივი პროტესტის ფონზე, პოლონეთი, კიევთან შეთანხმებით, უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტს დროებით სრულად შეწყვეტს

შეთანხმებაში მონაწილეობა პოლონეთის სოფლის მეურნეობის ახალმა მინისტრმა, რობერტ ტელუსმა და მისმა უკრაინელმა კოლეგამ, ნიკოლა სოლსკიმ მიიღეს.

"უკრაინულმა მხარემ მარცვლეულის პოლონეთში ექსპორტის მკაცრად შეზღუდვის წინადადება წამოაყენა". - თქვა ტელუსმა და დასძინა, რომ შეზღუდვები არ გავრცელდება სხვა ქვეყნებისთვის განკუთვნილი მარცვლეულის ტრანზიტზე. 

რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ოკუპანტების მიერ შავი ზღვის პორტების დაკავების შემდეგ, კიევი იძულებული გახდა მარცვლეულის დივერსიფიკაცია პოლონეთის, უნგრეთის, რუმინეთისა და სხვა სასაზღვრო ქვეყნების ბაზრებზე დაეწყო. 

თუმცა, აღმოსავლეთ ევროპიდან სხვა ქვეყნებში გატანის ნაცვლად, მარცვლეულის დიდი ნაწილი ადგილობრივ ბაზრებზე დარჩა. 

კომენტარები