რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკიმ YANDEX-ს, რუს სპორტსმენებს და შოიგუს ქალიშვილს სანქციები დაუწესა

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 87 ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელთა უმრავლესობაც რუსი სპორტსმენია, სანქციები დაუწესა. ინფორმაცია პრეზიდენტის განკარგულების შეახებ Facebook-ზე გამოქვეყნდა.

სანქცირებულთა შორის არის რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ქალიშვილი, ქსენია შოიგუ. სიაში ასევე არის უკრაინისა და ბელორუსის რამდენიმე მოქალაქე.

ამასთან, პრეზიდენტის კიდევ ერთი დადგენილებით,  სანქციები დაუწესდა 351 ფიზიკურ და 254 იურიდიულ პირს, რომელთა შორის არის კომპანიები: Yandex და Rambler.

კომენტარები