ბაღდათი

ბაღდათში ფინანსური დავის გამო ერთი ადამიანი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს – შსს

ტაბულა

ბაღდათში ერთი ადამიანი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე 1963 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.კ. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ფინანსური დავის გამო მომხდარი ურთიერთშელაპარაკების შედეგად, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1976 წელს დაბადებულ ს. გ.-ს, ხოლო 2002 წელს დაბადებული გ.მ. დაჭრა.

პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.კ. ბრალდებულის სახით, ცხელ კვალზე დააკავა". - წერია განცხადებაში. 

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები