ბაღდათი

ბაღდათის მუნიციპალიტეტში სატვირთო ამოყირავდა – დაიღუპა 2 ადამიანი

ბაღდათის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - სატვირთო მანქანა ბორდიურს შეეჯახა, შემდეგ კი ამოყირავდა. დაღუპულები მგზავრები არიან - ისინი მანქანის კაბინაში ისხდნენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

კომენტარები