ვულკანის ამოფრქვევა

კამჩატკაზე მოქმედი ვულკანი შიველუჩი გააქტიურდა

სამეცნიერო ინსტიტუტის ცნობით, რუსეთში, კამჩატკაზე მოქმედი ვულკანი შიველუჩი გააქტიურდა, რასაც 10 კმ-ის სიმაღლეზე ფერფლის კორიანტელი მოჰყვა. ავიაკომპანიებმა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გაფრთხილება მიიღეს

შიველუჩი რუსეთის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია. ის 11 აპრილის ღამით გააქტიურდა. მასთან ყველაზე ახლო მდებარე სოფელი 50კმ-ის დაშორებით არის. 

"შიველუჩის ამოფრქვევა გრძელდება. ხელოვნური თანამგზავრის მონაცემებით, ფერფლის გავრცელება ზღვის დონიდან 10 000 მ-ს გასცდა". - ნათქვამია რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკური მიმართულების უახლეს მოხსენებაში.

ამოფრქვევიდან 24 საათში კამჩატკის სანაპიროზე 5.8 მაგნიტუდის მიწისძვრაც მოხდა. 

ბოლოს შიველუჩის ყველაზე მასშტაბური ამოფრქვევა 2007 წელს იყო. 

კომენტარები