ვულკანის ამოფრქვევა

ახალ ზელანდიაში ვულკანის ამოფრქვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა

ახალ ზელანდიაში კუნძულ ვაით აილენდზე ვულკანის ამოფრქვევას სულ მცირე 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება კიდევ რამდენიმე ადამიანი.

ვულკანის ამოფრქვევისას კუნძულზე ტურისტები, სულ 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ისინი ამოფრქვევამდე რამდენიმე წუთით ადრე კრატერს ათვალიერებდნენ. პოლიციის ინფორმაციით 23 ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა, თუმცა ამჟამად ვულკანიდან ამოფრქვეული ფერფლი დაკარგულების სამძებრო და სამაშველო სამუშაოებს ართულებს. ოპერაციაში ჩართულია ქვეყნის სამხედრო ძალებიც.

მათივე ინფორმაციით დაღუპულები მათ შორის იყვნენ, ვისი ევაკუაციაც მოხდა, თუმცა მათი მდგომარეობა მძიმე იყო და გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მიუხედავად იმისა, რომ უაით აილენდი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია, ტურისტების საყვარელ სანახაობას წარმოადგენს და ტურები არის ხელმისაწვდომი.

ვულკანი 2016 წელსაც ამოიფრქვა, თუმცა არავინ დაშავებულა. 3 დეკემბერს გეოლოგიური მონიტორინგის ვებგვერდმა GeoNet გაავრცელა გაფრთხილება, რომ ვულკანი აქტიურ ფაზაში გადადიოდა და ამოფრქვევა ის მოსალოდნელი, თუმცა მათივე მიხედვით ეს ვიზიტორებისათვის საფრთხეს არ შექმნიდა.

კომენტარები