რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსებმა ხერსონში ღვთისმშობლის შობის ტაძარი დაბომბეს

ხერსონის ღვთისმშობლის შობის ტაძარი
UNIAN/კადრი ვიდეოდან

ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 11 აპრილის ღამეს რუსეთის არმიამ ხერსონში ღვთისმშობლის შობის ტაძარი დაბომბა.

"ღამით რუსული არტილერია თავს დაესხა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ტაძარს. დაბომბვის შედეგად მინები ჩაიმსხვრა, სახურავი და კედლები დაზიანდა". - წერს უწყება.

უკრაინული მედია წერს, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები არ დაშავებულან. გარდა ამისა, დეკანოზმა ვიტალი მალანიიმ აღნიშნა, რომ დაბომბვა დაახლოებით ღამის ორ საათზე მოხდა.

კომენტარები