10 აპრილს სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალურად თქვა, რომ ამერიკელი რეპორტიორი რუსეთის მიერ უსამართლოდაა დაკავებული. The Wall Street Journal-ის რეპორტიორი, ევან გერშკოვიჩი ჯაშუშობის ბრალდებით მარტში დააკავეს.
“დღეს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ ევან გერშკოვიჩი უსამართლოდ არის დაკავებული რუსეთის მიერ. ჟურნალისტიკა არ არის დანაშაული. ჩვენ ვგმობთ კრემლის მიერ რუსეთში დამოუკიდებელი ხმების მუდმივ რეპრესიებს და მის ომს სიმართლის წინააღმდეგ“. - ამბობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.
გერშკოვიჩი 29 მარტს რუსეთის სიდიდით მეოთხე ქალაქში, ეკატერინბურგში დააკავეს. Wall Street Journal-მა, მისმა დამსაქმებელმა, უარყო ბრალდებები და მოითხოვა გერშკოვიჩის გათავისუფლება - ისევე როგორც სხვა საინფორმაციო გამოცემებმა, მათ შორის POLITICO-მ.
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის, ФСБ-ის ცნობით, The Wall Street Journal-ის რეპორტიორი, ევან გერშკოვიჩი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ გერშკოვიჩს "ამერიკულმა მხარემ სამხედრო-თავდაცვის კომპლექსის ერთ-ერთი საწარმოს საქმიანობის შესახებ" ინფორმაციის შეგროვება დაავალა. უწყება ამის დამადასტურებელ მტკიცებულებას არ ავრცელებს.
როგორც რუსეთის საგარეო იუწყება, ლავროვმა საუბრისას გარკვევით ახსნა, რომ საქმის პოლიტიზება არ მოხდება და ჟურნალისტის ბედს სასამართლო გადაწყვეტს.
"საუბრისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ მიუღებელია ვაშინგტონის მაღალჩინოსნებისა და დასავლური მედიის მხრიდან აჟიოტაჟი საქმისთვის პოლიტიკური სარჩულის დადების მიზნით". - აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის, ФСБ-ის ცნობით, The Wall Street Journal-ის რეპორტიორი, ევან გერშკოვიჩი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ გერშკოვიჩს "ამერიკულმა მხარემ სამხედრო-თავდაცვის კომპლექსის ერთ-ერთი საწარმოს საქმიანობის შესახებ" ინფორმაციის შეგროვება დაავალა. უწყება ამის დამადასტურებელ მტკიცებულებას არ ავრცელებს.
The Wall Street Journal- ი და თეთრი სახლი ბრალდებას უარყოფს და აბსურდულს უწოდებს.