მსახიობი ბესო მეგრელიშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი ავრცელებს.
"გარდაიცვალა, ჩვენი თეატრის ერთ-ერთი გამორჩეული არტისტი, მეგობარი, ყველასათვის საყვარელი ბესო მეგრელიშვილი. ვუსამძიმრებთ თეატრის ყველა თანამშრომელს და ოჯახს". – წერია თეატრის განცხადებაში.
ბესო მეგრელიშვილი აქტიურად თანამშრომლობდა: ახმეტელის, რუსთავის, რუსთაველის სარდაფის, თავისუფალი, მეტეხის, მარჯანიშვილის, სამეფო უბნის და მოზარდ მაყურებელთა თეატრებთან.
ის ასევე თამაშობდა ფილმებში, როგორიცაა: უძინართა მზე, შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი, ყავა და ლუდი და სერიალებში - ჩვენი ოფისი, ჩიფსების თაობა, კლინიკა, ჩემი ცოლის დაქალები.





