თურქეთის ქალაქ ჩორუმში სროლის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლის თურქეთის მოქალაქემ სანადირო იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ადამიანებს, რომლებიც მეჩეთიდან გამოდიოდნენ. ეჭვმიტანილი ადგილიდან მიიმალა.
როგორც თურქული მედია წერს, თავდასხმის ადგილზე ჟანდარმერია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები მივიდნენ, დაჭრილები კი ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს.





