რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პენტაგონის თანახმად, ვაგნერი თურქეთისგან იარაღის ყიდვას აპირებდა - Washington Post

პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის თანახმად, აშშ-ს სადაზვერვო სააგენტოებმა იცოდნენ კერძო სამხედრო კომპანიის, ვაგნერის მცდელობის შესახებ, რომ იგი NATO-ს წევრი თურქეთისგან იარაღის შეძენას აპირებდა. ინფორმაციას სააგენტო The Washington Post აქვეყნებს.

გავრცელებული საიდუმლო დოკუმენტები აჩვენებს, რომ თებერვლის დასაწყისში ვაგნერის ჯგუფის წარმომადგენლები "შეხვდნენ თურქულ კონტაქტებს თურქეთიდან იარაღისა და აღჭურვილობის შესაძენად".

The Washington Post-ის ინფორმაციით, ანგარიშში არ არის დაზუსტებული, იცოდა თუ არა ამის შესახებ თურქეთის მთავრობამ და წარმატებული იყო თუ არა მოლაპარაკებები.

გაჟონილი სადაზვერვო დოკუმენტებიდან ასევე ჩანს, რომ რუსი სამხედროები კერძო სამხედრო კომპანიაზე, ვაგნერზე დამოკიდებული გახდნენ.

"აშშ-ს სადაზვერვო საზოგადოებამ ისე ღრმად შეაღწია რუს სამხედროებსა და მის მეთაურებს შორის, რომ მას შეუძლია წინასწარ გააფრთხილოს უკრაინა თავდასხმების შესახებ და საიმედოდ შეაფასოს რუსეთის ძლიერი და სუსტი მხარეები." - წერს Washington Post.

დოკუმენტებში ასევე იყო ნახსენები პოტენციური ალიანსი ჩინეთსა და რუსეთს შორის.

კომენტარები