ეევროპული საქართველო

ბოკერია: 9 აპრილი და ჩვენი ისტორია გვავალდებულებს, რომ არავის არ დავუთმოთ დამოუკიდებლობა

გიგა ბოკერია

ევროპული საქართველოს ლიდერებმა და წევრებმა 9 აპრილის გმირთა მემორიალს პატივი მიაგეს. ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას თქმით, 23 წლის წინ ქართულმა საზოგადოებამ ძალიან მკაფიოდ გააგებინა ყველას და უთხრა საკუთარ თავს პირველ რიგში, რომ საბჭოთა რუსეთის რეპრესიებისა და უზარმაზარი მსხვერპლის მიუხედავად, საქართველო ყოველთვის მოწადინებული იყო, ყოფილიყო თავისუფალი,
სუვერენული ქვეყანა.

"დღეს ჩვენ ჯერ კიდევ არ მიგვიღწევია იმ ამოცანისთვის, რასაც ადამიანებმა 23 წლის წინ ამ ადგილას თავის შესწირეს. ეს დღე და მთლიანად ჩვენი ქვეყნის ისტორია გვავალდებულებს, რომ არავის არ დავუთმოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება" - თქვა ბოკერიამ.

კომენტარები