რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ყირიმის შემთხვევაში, დეოკუპაციის გარდა, სხვა გზა არ განიხილება – ზელენსკი

President.gov.ua

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ყირიმის შემთხვევაში, რუსი ოკუპანტებისგან მისი გათავისუფლების გარდა, სხვა გზა არ განიხილება.

"ახლა ყირიმში რუსეთის სამფეროვანი დროშის ქვეშ ბოროტება, ძალადობა, მკვლელობები და ომი სუფევს. თუმცა, მე მჯერა, რომ სადაც ამ ბოროტებამ საწყისი პოვა, სწორედ იქ მოელის მარცხი.

ყირიმის გათავისუფლება ერთადერთი სწორი გზაა, არამარტო უკრაინისთვის, მთელი მსოფლიოსთვის. ამაში დარწმუნებული ვარ.

როგორც ჩვენ ვცემთ პატივს ევროპიდან ლათინურ ამერიკამდე ყველა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ანალოგიურად მოვითხოვთ, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასაც სცენ პატივი, მთელ უკრაინას პოლესიედან შავი ზღვისა და აზოვის ზღვის სანაპიროებამდე, ჩრდილოეთის ქალაქებიდან სევასტოპოლამდე და ქერჩამდე.

ჩვენი ხალხი აღმოსავლეთსა და სამხრეთში თანაბრად იმსახურებს თავისუფლად ცხოვრებას". - აღნიშნა ზელენსკიმ.


ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ ჟურნალისტებთან შეხვედრისას რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომზე ისაუბრა. გასული წლის ოქტომბერში არჩეული მემარცხენე პრეზიდენტი ომის დასასრულებლად უკრაინას ყირიმის დათმობას სთავაზობს

"[ვლადიმირ პუტინს] არ შეიძლება, რომ უკრაინის ტერიტორია მიიტაცოს. შესაძლოა, ჩვენ ყირიმი განვიხილოთ. მაგრამ, ამის გარდა დამატებით სადაც შეიჭრა, უნდა დაფიქრდეს ამის შესახებ. [...] ზელენსკისაც, არ შეიძლება, ყველაფერი უნდოდეს. სამყაროს სიმშვიდე სჭირდება. ჩვენ გამოსავალი უნდა ვიპოვოთ". – თქვა ბრაზილიის პრეზიდენტმა.

კომენტარები