ქართული ოცნება

პაპუაშვილი: თუ მტკიცებულებები არ არსებობს გვაქვს მოლოდინი, რომ შეზღუდველი ზომა გაუქმდება

საუბარია იმაზე, რომ თუ მტკიცებულებები არ არსებობს მაშინ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს შეზღუდველი ზომა იქნება გაუქმებული. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას სჭირდება მტკიცებულება, ხო? ამიტომ, თუკი ეს მტკიცებულება არ არსებობს და სწორედ ეს იყო საგარეო საქმეთა მინისტრის წერილში, რომელიც მან კოლეგას მიწერა, ჩვენი მოლოდინია, რომ ან წარმოდგენილი იქნება ქართველი ხალხის მიმართ ეს მტკიცებულებები, ან თუ ეს მტკიცებულებები არ წარმოდგენილა, ან არ არსებობს ან არ არის საკმარისი, არ ვიცი, მაშინ გაუქმდეს ეს შემზღუდველი ზომა. 

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს და ჩვენს ქართველ მოსამართლეებს მტკიცებულებების გარეშე კორუმპირებულად, რა თქმა უნდა, ვერ მოვახსენებინებთ. 

თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აშშ-ს ელჩ კელი დეგნანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. 

კომენტარები