ქართული ოცნება

პაპუაშვილი კლანის სანქცირებაზე: იმედგამაცრუებელი მოქმედებაა, პარტნიორები ასე არ იქცევიან!

საქართველოს მოქალაქეებზე, ქართველ მოსამართლეებზე პიროვნული შეტევა და მათთვის, როგორც კორუმპირებული მოსამართლეებისთვის იარლიყების მიწებება არის მიუღებელი, პარტნიორები ასე არ იქცევიან!

საქართველო არის აშშ-ის ხანგრძლივი სტრატეგიული პარტნიორი. ჩვენი ჯარისკაცები ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად მხარდამხარ, სხვადასხვა ცხელ წერტილში იბრძოდნენ  ერაყსა და ავღანეთში. ჩვენმა ხალხმა გაიღო სისხლი იმისთვის, რომ საერთაშორისო მშვიდობა უზრუნველყოფილი ყოფილიყო ჩვენ ამერიკელ პარტნიორებთან და  საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. 

ამ პარტნიორობას 30 წელია პატიოსნად ვატარებთ და ყოველთვის, სადაც საჭიროა ჩვენი თანადგომა და პარტნიორობა, ამას ვიჩენთ. მათ შორის იმით, რომ ავღანეთში საქართველო იყო აშშ-ს შემდეგ  დიდი კონტრიბუტორი ერთ სულ მოსახლეზე გადათვლით.  მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ როდესაც უკან იხევდნენ ალიანსის ძალები, საქართველომ უკომკლეს ვადებში ლოგისტიკურად მოაწესრიგა ავაღანეთიდან ალიანსის ძალების უკან დახევა.  

ამ გადმოსახედიდან, ამ პარტნიორობის გათვალისწინებით, რომელსაც საქართველო აჩვენებს აშშ-ს, რა თქმა უნდა, ეს ნაბიჯი არ არის ის, როგორც იქცევიან პარტნიორები, როდესაც ხდება ჩვენი მოქალაქეებისა და მოსამართლეებისთვის იარლიყების მიწებება, რომ ისინი არიან კორუმპირებულები. ამავე დროს, არ ხდება არანაირი მტკიცებულების წარმოდგენა და ხდება მითითება საჯარო წყაროებზე, რომელიც ყველამ ვიცით. ჩემი იმედგაცრუება ამასთან დაკავშირებით გამოვთქვი. ამას გარდა, ეს არის ძალიან ცუდ დროს მიღებული ცუდი გადაწყვეტილება. ჩვენ ვნახეთ, რომ რაც არ უნდა ყოფილიყო საფუძველი თუ მიზანი ამ გადაწყვეტილების, ჩვენ ვხედავთ რა ხდება, ვინ სარგებლობს ამ გადაწყვეტილებით. სარგებლობს რადიკალიზმის გაღვივება, სარგებლობს პოლარიზაციის გაღრმავება და საქართველოს ევროინტეგრაციისთვის წყლის შეყენება. 

აშშ 30 წელია საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით ეხმარება და სამწუხაროა, რომ ასეთი ნაბიჯებით ხდება გარკვეული ხინჯის მიყენება იმ დახმარებისთვის, რომელსაც თუნდაც სასამართლო სისტემის მიმართ იჩენდა. ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი არაპარტნიორული ნაბიჯი გადაიდგა. ძალიან სამწუხაროა, რომ ძალიან ბუნდოვანიცაა ეს ბრალდება, რა პერიოდს ეხება, რა საკითხებს ეხება, რატომ ეხება. ყველაფერი არის გაუგებარი. 

თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აშშ-ს ელჩ კელი დეგნანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. 

კომენტარები